Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“ქართული ზეთისხილი” კარფურის საერთაშორისო ქსელში გაიყიდება

BM.GE
19.11.21 00:18
345
კომპანია „ქართული ზეთისხილი“ კარფურის საერთაშორისო ქსელთან ხელშეკრულებას აფორმებს და მალე ქართული ზეითუნის ზეთი კარფურის პრემიუმ ხაზში იქნება წარმოდგენილი. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ბიემჯის განუცხადა, კარფურმა მათ პროდუქტს პრემიუმ კლასი ზეთის ხილის მაღალი ხარისხის გამო მიანიჭა. „ქართული ზეთისხილი“ ბაზარზე 5 წელია ოპერირებს, კომპანია წლის განმავლობაში 200 ტონა ნედლეულს გადაამუშავებს და ზეთის გარდა, საპონს, დაკონსერვებულ სხვადასხვა სახეობის ზეთის ხილსა და სხვა პროდუქტებს აწარმოებს.