Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შიდა გზების რეაბილიტაციის მსხვილი პროექტი იწყება

59f3019f55cf4
BM.GE
27.10.17 13:49
1062
მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის სივრცითი განვითარების კომპონენტის ფარგლებში შიდა გზების რეაბილიტაციის მსხვილი პროექტი იწყება, - საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

ტენდერში გამარჯვებულია კორეული კომპანია, რომელიც 6 თვეში მოამზადებს დეტალურ პროექტებს ისეთი გზების განვითარებისთვის, როგორებიცაა:

·აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთა;

·წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამია;

·სადახლო-ახკერპი - საქართველო-სომხეთის საზღვართან;

·ასევე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან არხილოსკალო-სამთაწყარო,

·წალენჯიხა-ჯვარი-ჯიხაშკარი;

·გუფთა-ონი;

·თბილისი (პანტიანი)-მანგლისი.

გარდა ამისა, განხორციელდება სხვა მცირე საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია.

"ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ამდენი შიდა გზის რეაბილიტაციის პროექტი, რაც, უპირველეს ყოვლისა, გზებს მოაწესრიგებს და გააჩენს ბევრ სამუშაო ადგილს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.