Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ქუთაისის აეროპორტის გაფართოვების სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს"

5a8d8af08eda3
BM.GE
21.02.18 19:05
1075
საქართველოს ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით ქუთაისის აეროპორტში ტერმინალის გაფართოვების პროექტი სარკინიგზო სამუშაოების კომპონენტსაც მოიცავს. მინისტრის ამბობს, რომ ადგილზე სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

„როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისიო აეროპორტის ტერმინალის გაფართოების სამუშაოები, რომლიც პირდაპირ კავშირშია სატრანსპორტო კვანძის გაზრდასთან. თუ სწორად მახსოვს, 28 მილიონიან ინვესტიციაზეა საუბარი და იქ სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს. ზოგადად, ქუთაისის აეროპორტის განვითარების პროექტი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, ყველაზე მთავარი კომპონენტია, ბუნებრივია, ტერმინალის გაფართოების სამუშაოები, არის ასევე აეროპორტის დაკავშირება სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან, ძალიან გაიზარდა ტურისტების რაოდენობა და ეს ყველას ძალიან გვიხარია, შესაბამისად, აუცილებლობაა, რომ კიდევ უფრო დიდი გამტარუნარიანობის სატრანსპორტო კვანძი მოეწყოს ქუთაისში. ვფიქრობ, რომ გაერთიანებული აეროპორტების კომპანია დეტალურად შეძლებენ ამ თემაზე პრეზენტაციის გაკეთებას და უფრო კვალიფიციურ ინფორმაციას მოგაწვდიან. მე რაც შემიძლია, დღეს გითხრათ არის ის, რომ მიმდინარეობს ტერმინალის გაფართოების სამუშაოები, რომელიც თავის თავში მოიცავს სარკინიგზო სამუშაოების კომპონენტსაც. იქიდან გამომდინარე, რომ ქუთაისის აეროპორტში გვაქვს მგზავრთნაკადის დიდი ზრდა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია კიდევ უფრო დიდი რეზერვით მოხდეს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ჩინურმა კომპანია China Railway 23rd Bureau Group- მა ქუთაისის აეროპორტამდე რკინიგზის ლიანდაგის მიყვანის სამუშაოები მარტის ბოლოსთვის უნდა დაასრულოს. ხელშეკრულებით, რომელიც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გასული წლის 24 ოქტომბერს გაფორმდა, სამუშაოები 150 დღეში უნდა დასრულდეს, ეს დრო კი მარტის ბოლოს იწურება.