Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ავეჯის მწარმოებლები დარგში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ

59f732084745c
BM.GE
30.10.17 18:05
787
ქართული ავეჯის პირველი კლასტერი შეიქმნა, რომელიც 30-მდე ავეჯის მწარმოებელ კომპანიას აერთიანებს. კლასტერის შექმნის მთავარი მიზანი მისი წევრი კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

კონკურენტუნარიანობის გარდა ავეჯის მწარმოებლების ნაწილი სექტორისთვის სხვა პრობლემურ საკითხებზეც საუბრობენ. კომპანია "ავანგარდის" ხელმძღვანელი "საქმის კურსთან" საუბარში აცხადებს, რომ დარგი დღეს არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის ბესიკ ვერძეული ასახელეს როგორც ფინანსებთან ხელმისაწვდომობას, ისე შრომის ბაზრის დაბალ დონეს.

"ნებისმიერ ბაზარს აქვს თავისი პრობლემები, ხარვეზები და ხელისშემშლელი პირობები. ძირითადი პრობლემები, რაც შეიძლება დღეს დავასახელოთ, ავეჯის სფეროში არის არასაკმარისად კონკურენტული გარემო, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ცუდი პირობები, დიდი უზრუნვეყოფა და ფინანსური საშუალებების არც თუ ისე დაბალი საპროცენტო განაკვეთი", - ამბობს ბესიკ ვერძეული.

კვალიფიციური კადრების სიმცირეზე საუბრობს "ჯორჯიან პროდაქტის" გენერალური დირექტორიც. ნედლეულია ძნელად საშოვნელი. თითქის არ იშოვება ავეჯისთვის ვარგისი ხე და ასევე კადრები, რომლებიც თანამედროვე მანქანებთან ძალიან შორის დგანან", - აცხადებს დავით ბარდაველიძე.