Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ვალს მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად ვიღებთ"

5a3a18b60466a
BM.GE
20.12.17 12:00
855
საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საჯარო რესურსების ეფექტური მართვა. მინისტრის განცხადებით, საინვესტიციო პროექტის დაწყებამდე განხორციელდება კვლევა, რომლის მიხედვითაც წინასწარ იქნება განსაზრვრული რა ეკონომიკური სარგებელი უნდა მიიღოს ქვეყანამ კონკრეტული პროექტის დაფინანსების შემდგომ.

"იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფისკალური პოლიტის განხორციელება, ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა, რაც გულისხმობს ფისკალური დისციპლინისა და წესების შემდგომ სრულყოფას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ამასთან, ჩვენ შევიმუშავებთ ვალის მართვის სტრატეგიას და არსებული პოლიტიკის მიხედვით ჩვენ ვალს ვიღებთ მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, ხოლო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების დასრულების შემდგომ დაიწყება ვალის ეტაპობრივი შემცირება.

ამასთან, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, საინვესტიციო პროექტის დაწყებამდე განხორციელდება სათანადო კვლევა და ანალიზი, რომლის მიხედვითაც წინასწარ იქნება განსაზრვრული რა ეკონომიკური სარგებელი უნდა მიიღოს ქვეყანამ კონკრეტული პროექტის დაფინანსების შემდგომ. მხოლოდ, ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტული პროექტის დაფინანსებაზე, რაც რათქმაუნდა, გაზრდის კაპიტალური დანახარჯების და სახელმწიფოს მიერ აღებული ვალის ეფექტურობას" - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.