Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისის გენგეგმის ჯგუფი ფრანგ ექსპერტს პასუხობს

5a10204d5da20
BM.GE
18.11.17 16:00
951
ორგანიზაცია ’’ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას მიმართავს და აღნიშნავს, რომ თბილსის საკრებულომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებაზე უარი უნდა თქვას და დოკუმენტი საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე უნდა შეცვალოს, - არასამთავრობო ორგანიზაციას ’’საქმის კურსთან“ ’’სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე პასუხობს.

-ბატონო მამუკა, თქვენ კახი კალაძესთან გქონდათ კომუნიკაცია და იყო საკითხები, სადაც თქვენი პოზიციები ემთხვეოდა, თუმცა იყო რიგი სამსჯელო საკითხებიც...

-უპირველესად მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც პრეტენზიას გიყენებენ, რომ დოკუმენტი არაზუსტია, ალბათ იქით მაქვს საკითხავი რატომ თქვა პირველივე ფრაზაში ადამიანმა, რომელსაც ამის პრეტენზია აქვს თვითონ არაზუსტობა. როგორც დაგეგმილი იყო, ჩავაბარეთ დოკუმენტი, აქამდე არავითარი დოკუმენტი არ შესულა მერიაში, რომელიც დასამტკიცებლად იყო წარდგენილი. ჩვეულებრივი პროცედურა იყო და ბუნებრივია, მერია თავის ვადაში განიხილავს ამ დოკუმენტს. იგივე შემიძლია აღვნიშნო ფრანგი ექსპერტის შეფასებასთან დაკავშრებით. პრაქტიკულად იდენტური პრობლემა აქვთ როგორც ჩანს ჩვენს ოპონენტებს და იგივე ექსპერტს.
დოკუმენტებს კითხვაც სჭირდება და აქედან გამომდინარე ფრანგსაც რომ წაეკითხა დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ მრავლად გადავეცით თბილსის მერიას კარგი იქნებოდა, რადგან მისი დასკვნებიდან ჩანს, რომ მას არაფერი აქვს წაკითხული.

-რა წერია აღნიშნულ დასკვნაში?

-დასკვნაში წერია, რომ სამ კვირაში შესაძლოა შესწორდეს ეს ყველაფერი და კარგი დოკუმენტი მიიღებაო, მაგრამ ჩვენ არაფრის შესწორებას არ ვაპირებთ, რადგან არ ვეთანხმებით იგივე ფრანგი ექსპერტის აზრს და მის სტრატეგიას თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი. ჩვენ ჩამოყალიბებული გვაქვს კონცეფცია, რომელიც თავის დროზე მერიამ მიიღო და ჩვენ მას დავაშენეთ სწორედ პროექტი. ფრანგი ექსპერტი აცხადებს, რომ ქალაქი განაშენიანებული ტერიტორიის გარეთ უნდა განვითარდეს და არ ვეთანხმებით. მას არც ერთი კვლევა არ აქვს წარმოდგენილი რას ეფუძნება მისი ეს დასკვნა. ჩვენ შევისწავლეთ, კვლევა ჩავატარეთ, საყრდენი გეგმა შევადგინეთ და ეტაპობრივად მივყვებით, თვითონ რის საფუძველზე აცხადებს ამას ჩვენთვის უცნობია. იქ პოზიციები ჩამოყალიბებულია და ადამიანებმა უნდა წაიკითხონ ის, რაც იწერება.


-რკინიგზის შემთხვევაში ძალიან ბევრი მოსაზრება გამოითქვა, როგორია საბოლოო ვერსია?

-რაღაცეებში ფრანგი ექსპერტის აზრი და ჩვენი აზრი ერთმანეთს ემთხვევა. ეტყობა ეს ის აზრებია, რომელიც საყოველთაოა. ის ამბობს, რომ სატვირთო უნდა გადავიდეს და ჩვენც ყოველთვის ამას ვამბობდით. საშიში ტვირთების გაშვება ქალაქის განაშენიანებულ ნაწილში და მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე არ შეიძლება, რადგან საფრთხის შემცველია და უშიშროებას პირდაპირ დარტყმას აყენებს.

-კიდევ ერთმა საკითხმა გაიჟღერა, რომ კომპანიას, რომელმაც გენერალურ გეგმაზე იმუშავა გამოცდილება არ ქონდა და იგი 41 დღით ადრე იყო შექმნილი...

-ჩვენ თუ ორგანიზაციაზე ვსაუბრობთ დაგეთანხმებით, ხოლო თუ იმ ადამიანებზე ვსაუბრობთ, რომლებიც აღნიშნულ ორგანიზაციას წარმოადგენენ მაშინ ვერ დაგეთანხმებით. ეს ადამიანები არიან სპეციალისტები, ექსპერტები ქართველებზე აღვნიშნავ და აღარ ვიტყვი არაფერს იმაზე, რომ 6 უცხოური უძლიერესი ორგანიზაციაა წარმოდგენილი, რომლებიც მსოფლიოს ბევრ ქალაქში ადგენენ გენერალურ გეგმებს. ქართველებსაც, ვინც ჩვენ შევკრიბეთ ამ კუთხით დიდი გამოცდილება აქვთ. ჩვენ ფასადები არ შეგვიღებავს და ასფალტის დაგებაში არ მიგვიღია მონაწილეობა, - ეს იყო ინტელექტუალური შესყიდვა. საკონკურსო პირობებში პირდაპირ ეწერა, რომ ფიზიკურ პირსაც შეეძლო მონაწილეობის მიღება.