Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი გახარია საპენსიო სისტემის სავალდებულო ხასიათს განმარტავს

59f9a6290fbac
თელარა გელანტია
01.11.17 14:46
725
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საპენსიო რეფორმის განხორციელებას უდიდესი სოციალური დატვირთვა აქვს.
როგორც ჟურნალისტებს გახარიამ განუცხადა, საპენსიო რეფორმა ფუნდამენტური რეფორმაა.

"საქმის კურსის“ კითხვას - რატომ გადაწყდა, რომ საპენსიო სისტემაში ჩართვა სავალდებულო იყოს 40 წლამდე დასაქმებულებისთვის, მინისტრმა შემდეგი პასუხი გასცა:

"40 წლამდე დასაქმებულთათვის სავალდებულო კომპონენტი, დღეის მდგომარეობით, ჩვენს პირობებში აუცილებელი იყო იმისთვის, რომ საპენსიო სისტემას გარკვეული მდგრადობა შეენარჩუნებინა. ესაა ძირითადი მოტივაცია, რის გამოც ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ", - აღნიშნა გახარიამ.

მისივე თქმით, არსებული მოდელი არჩეულ იქნა ყველა იმ რისკების გათვალისწინებით, რომელიც აქვს საქართველოს, როგორც ეკონომიკურად , ასევე - დემოგრაფიულად.
ცნობისთვის: კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში წლის ბოლომდე უნდა შევიდეს. მთავრობის ინფორმაციით, საპენსიო რეფორმა 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება.