Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აუქციონზე შეძენილი ქონების განკარგულების მიღება ელექტრონულადაა შესაძლებელი

5a8159501f042
BM.GE
12.02.18 13:06
616
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე შეძენილი ქონების შესახებ განკარგულების ელექტრონული სახით გაცემა დაიწყო.

„პირი, რომელიც ელექტრონულ აუქციონზე eauction.ge შეიძენს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარდგენილ ქონებას, გამარჯვებისთანავე მიიღებს შეტყობინებას, განკარგულების და სხვა თანდართული დოკუმენტის ელექტრონულად მიღებისა და ჩამოტვირთვის შესაძლებლობის შესახებ. მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება, რომ დაეთანხმოს დოკუმენტის ელექტრონული წესით მიღებას ან კვლავ მიბრძანდეს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და იუსტიციის სახლებში დოკუმენტის ხელზე მისაღებად. მომხმარებელი, დოკუმენტის ელექტრონულად მიღების შესახებ შეტყობინების დათანხმების შემთხვევაში, მიიღებს ინფორმაციას მობილური შეტყობინების სახით, მოგებულ ლოტზე დოკუმენტაციის ატვირთვის შესახებ. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, Eauction.ge-ს პირად გვერდზე ჩამოტვირთოს/გახსნას დოკუმენტაცია, რომელიც ჩამოტვირთვისთანავე მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება. ასევე, დოკუმენტის ელექტრონულად მიღების შესაძლებლობაზე უარის გაცხადების შემთხვევაში, მომხმარებელს კვლავ რჩება საშუალება, შეცვალოს არჩევანი და მოითხოვოს დოკუმენტის ელექტრონულად მიღება.

აღნიშნული სერვისი ნოვაციაა და აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი უწყებაა, რომელმაც აუქციონზე ქონების შეძენის შემთხვევაში განკარგულების ელექტრონულად მიღების წესი დანერგა“, - განმარტავენ უწყებაში.