Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თვითმფრინავის ნაწილების მწარმოებელი ქარხანა 2018 წლის ბოლოს გაიხსნება

5a1d290be4261
სალომე მეცხვარიშვილი
28.11.17 13:27
863

საქართველოში თვითმფრინავის ნაწილების მწარმოებელი ქარხანა 2018 წლის ბოლოს გაიხსნება,- ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განაცხადა.

"სწორედ გუშინ იყო შეხვედრა, Elbit Cyclon-ისხელმძღვანელობასთან. ჩამოსულები არიან საქართველოში ამ პროექტთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ თვითონ მშენებლობა მიდის აბოლუტურად გრაფიკის დაცვით, შენობა ამჟამად დამთავრების სტადიაშია.მისი აღჭურვა, ალბათ, დაიწყება მომავალ წელს და დაახლოებით მომავალი წლის ბოლოსთვის უკვე არსებობს შეკვეთები, რომელიც ამ ქარხანამ უნდა მიაწოდოს ისეთ გიგანტებს როგორიცაა: Airbus, Boing. მომავალიწლის ბოლოსთვის მემგონი ყველას გვექნება იმის საშუალება, რომ მს გახსნაზე მოგიწვიოთ",-განაცხადა საგანელიძემ.

საპარტნიორო ფონდმა ისრაელის კომპანია Elbit Systems - Cyclone -თან ერთად სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის პროექტს საფუძველი 2015 წლის სექტემბერში ჩაუყარა.