Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ენგურს ტურისტულ ატრაქციად "კოკო არქიტექტორები" აქცევენ

5a66da57b1cae
BM.GE
23.01.18 11:00
852
ენგურს ტურისტულ ატრაქციად "კოკო არქიტექტორები" აქცევენ. კომპანიამ უკვე მოამზადა გენერალური გეგმა, ადმინისტრაციული შენობის ლაზერული სკანირება და შენობის სტრუქტურული კვლევა, ლანდშაფტის 3D მოდელი, ტოპოგრაფია, არსებული გზების მდგომარეობის კვლევა.

ასევე, განხორციელებულია მცირე ზომის არქიტექტურული შენობების კვლევა, საინფორმაციო ნიშნების სქემა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ენგურის კაშხალზე გამგზავრება.

ენგურის ტურისტული ცენტრის საპროექტო სამუშაოები 2018 წლის ზაფხულში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის განკარგულება #476-ის საფუძველზე 2017 წლის 5 აპრილს დააფუძნა შპს „ენგურის ტურისტული ცენტრი“, რომელიც ახორციელებს ენგურის კაშხლის მიმდებარედ მუზეუმებისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი - ნიკა ანთიძე, შპს „ენგურის“ დირექტორი - ლევან მებონია, შპს „ენგურის ტურისტული ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე - თორნიკე ყაზარაშვილი და საბჭოს სხვა წევრები.