Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ნაკიფუ-ლეწურწუმე-ჩხოროწყუს" გზის რეაბილიტაციის მეორე ფაზა იწყება

5a9103ac1fa8f
მეგი კავთუაშვილი
24.02.18 13:00
886
ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან მიღებული დაფინანსების ნაწილს მუნიციპალური განვითარების ფონდი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში გზის შეკეთებას მოახმარებს. საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტის ფარგლებში წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გზის აღდგენა-რეაბილიტაცია საერთაშორისო ტენდერის ფარგლებშია დაგეგმილი, რასაც 2 396 069 ლარი მოხმარდება.

სარეაბილიტაციო გზის სიგრძე, სადაც ასფალტბეტონით საფარი მოეწყობა, 2 900 მ-ია. ხოლო სავალი ნაწილის სიგანე 6 მეტრი. დაგეგმილია ეზოში შესასვლელების, მიერთებების, წყალამრიდი მილების და ბეტონის კიუვეტების, გაბიონების მოწყობა და ახალი ხიდის მშენებლობა.