Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"შვიდკაცა" NBA-ის მატჩზე საქართველოს ჰიმნს შეასრულებს

5a38bc9468c07
BM.GE
19.12.17 11:20
970
ანსამბლი "შვიდკაცა" NBA-ის მატჩზე საქართველოს ჰიმნს შეასრულებს. ანსამბლი Golden State Warriors-ისა და Memphis Grizzlies-ის თამაშს გახსნის. მატჩის განმავლობაში, რომელშიც ქართველი კალათბურთელი და Golden State Warriors-ის გუნდის წევრი ზაზა ფაჩულია ითამაშებს, რამდენიმე ქართული სიმღერა შესრულება.

თამაშის დაწყებამდე ანსამბლი "შვიდკაცა" ამერიკის ჰიმნს შეასრულებს, მეოთხედებს შორის კი საქართველოს ჰიმნთან ერთად კიდევ 2 ქართული სიმღერა გაჟღერდება: კახური და მრავალჟამიერი. ამის შესახებ ზაზა ფაჩულიამ და ანსამბლის წევრებმა „საქმიან დილაში“ აშშ-დან პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადეს.

"20 დეკემბერი მნიშვნელოვანია დღეა ყველა ჩვენგანისთვის, რადგან ბიჭები არიან ჩამოსული, რათა შეასრულონ თამაშის წინ ამერიკის ჰიმნი და ტაიმებს შორის ქართული სიმღერები. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის“,- აცხადებს ზაზა ფაჩულია.

მისი თქმით, სწორედ ამ ღონისძიების გამო მაყურებელს განსხვავებული თამაში ელოდება.

ანსამბლის ერთ-ერთი წევრის გიორგი ლომთათიძის განცხადებით კი, მათთვის NBA-ზე გამოსვლა დიდი პატივია, რამდენადაც ქართული ხელოვნების წარმოჩენის შესაძლებლობა ექძლევათ.

პროექტი კომპანია "გალფის"“ მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომლის სახეც ზაზა ფაჩულიაა.