Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ენგურჰესის დირექტორი: არ ვიცით, ტარიფი მოიმატებს თუ იგივე დარჩება

5a33ab936193f
BM.GE
15.12.17 15:00
700
"ენგურჰესის" ფინანსური დირექტორის ვალერი კანკიას განცხადებით, ხარჯებიდან გამომდინარე, "ენგურჰესის" ელექტროენეგიის წარმოების ტარიფი რაღაც ერთეულით უნდა გაიზრადოს, რომელიც არ უნდა დაეტყოს სამომხმარებლო ტარიფს.

"ვართ მოლოდონში. არ ვიცით, ტარიფი მოიმატებს თუ იგივე დარჩება. ჩვენი ხარჯებიდან გამომდინარე, რაღაც ერთეულით უნდა გაიზრადოს, რომელიც არ უნდა დაეტყოს სამომხმარებლო ტარიფს. ჩვენი გათვლით, ეს იქნება რაღაც მინიმალური ერთეული. მომატებული, გაზრდილი ტარიფის დარეგულირების საშუალება აუცილებლად ექნებათ "ენერგი პრო ჯორჯიასაც" და "თელასსაც", ამის საშუალება უნდა იყოს", - განაცხადა ვალერი კანკიამ.

მისივე თქმით, " ენგურჰესს" ელექტროენერგიის წარმოება გაუძვირდა.

"თქვენ იცით, "ენგურჰესი" გამომუშავებული ელექტროენერგიის თითქმის, ნახევარს უსასყიდლოდ აწვდის აფხაზეთს. ამიტომ "ენგურსჰესს" სჭირდება მუდმივი რებილიტაცია, უკვე 40 წელია ექსპლუატაციაშია და ამიტომ სახსრებია საჭირო", - განაცხადა კანკიამ. მართალია, სემეკმა დღეს განიხილა "ენგურჰესის" სატარიფო განაცხადი, მაგრამ ტარიფს 19 დეკემბერს დაამტკიცებს, როცა ეკონომიკის სამინისტროდან ელექტროენერგიის სიმძლავრის ბალანსს მიიღებს.