Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქმიანი ტურიზმის სტრატეგიაზე მუშაობა სრულდება

5a339640ef5c4
BM.GE
15.12.17 13:27
647
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქმიანი ტურიზმის სტრატეგიაზე მუშაობას ასრულებს. საქართველოში საქმიანი ტურიზმის სფეროში არსებული მდგომარეობის და სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით ავსტრიელი ექსპერტები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სტრატეგიის შემუშავებაში კონსულტაციას უწევენ.

პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ-ის დაფინანსებით ტარდება. საერთაშორისო კომპანია ENITED-ის წარმომადგენლებმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებთან და წევრ კომპანიებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს. საქმიანი ტურიზმის სტრატეგი დეკემბრის ბოლოს მზად იქნება.

„სრულდება სტრატეგიაზე მუშაობა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ქვეყანაში საქმიანი ტურიზმის მიმართულებას და ეს სფერო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან მაღალშემოსავლიანი ტურისტების შემოსვლით ხასიათდება“, - განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.