Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2018-2022 წლების განვითარების სტრატეგია აქვს

5a2f9f7f65872
BM.GE
12.12.17 13:19
609
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2018-2022 წლების განვითარების სტრატეგია აქვს. დოკუმენტი პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის წევრებს, დეპუტატებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო სექტორს გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა წარუდგინა.

განვითარების სტრატეგია მიზნად ისახავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობისა და ინსტიტუციურ გაძლიერებას, მაღალხარისხიანი აუდიტორული საქმიანობით სამსახურის როლის გაზრდას საჯარო ფინანსების მართვაში პარლამენტის, მთავრობის და საზოგადოების მეტ ჩართულობას, მმართველობითი სისტემის დანერგვას და თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას.

"ჩვენი გამოწვევაა, 5 წლის განმავლობაში მივიღოთ მაღალი ხარისხის აუდიტორული სამსახური, რომლის ანგარიშები თვისობრივად გააუმჯობესებს საჯარო ფინანსების მართვის პროცესს. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, შევთავაზოთ ინსტიტუციებს შედეგზე ორიენტირებული რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება მათ საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში. ჩვენი მიზანია გავზარდოთ რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი პარლამენტის აქტიური ჩართულობით", -აცხადებს გენერალური აუდიტორი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2022 წლების განვითარების სტრატეგია საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.