საქართველოში მსხვილ სავაჭრო ქსელებში პროდუქციის განთავსება დამწყები მეწარმეებისთვის პრობლემაა - ამის შესახებ განცხადება ბიემჯის ეთერების საშუალებით არაერთ სტარტაპერსა თუ მცირე მეწარმეს გაუკეთებია. ამ მიმართულებით არსებული პრობლემები კი პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა, ისედაც კრიზისში მყოფ მცირე მეწარმეებს პროდუქციის რეალიზაცია უჭირთ.