Home
Category
TV Live Menu
Loading data...

IMF: საპენსიო რეფორმა ცხოვრების დონის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს

5a86bf563ecde
BM.GE
16.02.18 15:22
809
"საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საპენსიო რეფორმას", - ამის შესახებ ფონდის რეგიონალურმა წამომადგენელმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით რეფორმის როგორც ხარჯი, ასევე სარგებელიც ბიუჯეტში უკვე ასახულია.

"ჩვენ ვხედავთ ბევრ სარგებელს საპენსიო რეფორმისგან. საქართველოში მაღალია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. რაც ნიშნავს იმას რომ ინახავთ ნაკლებს, ვიდრე ინვესტორებას ახდენს. ამიტომ დანაზოგების და სახსრების მოზიდვა საზღვარგარეთიდან ხდება. საპენსიო რეფორმა ხელს შეუწყობს ქვეყნის შიგნით დანაზოგების გაჩენას, რაც შეამცირებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. ეს არის მაკროეკონომიკური მხარე. თუმცა ალბათ უფრო მნიშვნელოვანია რომ ის ხელს შეუწყობს საპენსიო ასაკში ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, კაპიტალის ბაზრის განვითარებას, დანაზოგების დივერსიფიკაციას და სამომავლოდ ფისკალური რისკების შემცირებას", - ამბობს ფრანსუა პეშო.