Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ გამოიყურება ახალი ტერმინალი თბილისის აეროპორტში - ფოტო

59ca8005f2efd
BM.GE
26.09.17 20:23
924
საოპერაციო მზაობისა და ტერმინალების შერწყმის პროცესი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულებულია. დღეიდან ახალი მოფრენის ტერმინალი ექსპულატაციაში ოფიციალურად შევიდა. გაფრენისა და მოფრენის ტერმინალებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 4 000 000 მგზავრს მოემსახურება.

ახალი მოფრენის ტერმინალის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, „ტავ ჰოლდინგის“ პრეზიდენტი სანი შენერი, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციის მინისტრი აჰმეტ არსლანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობა, და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

საქართველოს პერმიერ მინისტრმა ქართულ ავიაციასა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ტავ ჯორჯიას მადლობა გადაუხადა.