Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართული ჭკვიანი ბეჭედი Amazon-ზე იყიდება

5a26a563aade5
BM.GE
05.12.17 18:00
795
Cnick-ის ჭკვიანი ბეჭედი უკვე Amazon.com-ზეც იყიდება. საქართველოში დამზადებული ბეჭდების შეძენა Prime სერვისის მეშვეობითაც შესაძლებელია.
პროდუქციის ფასი Amazon-ზე 59 და 69 დოლარია. პროდუქცია საიტზე შეზღუდული რაოდენობით არის დარჩენილი.

საქართველოში კი ჭკვიანი ბეჭდის ფასი ფიზიკური პირებისთვის 99-დან 129 - ლარამდე მერყეობს.

Cnick (კნიკი) ხის პირველი ჭკვიანი ბეჭედია, რომელიც ტრადიციულ ბუნებრივ მასალებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს.
მისი საშუალებით, მომხმარებელი ახორციელებს გადახდებს ტერმინალებსა და ტრანსპორტში. გარდა ამისა, შესაძლებელია სხვადასხვა ორგანიზაციების საშვების მიმაგრება. ჭკვიანი ბეჭდის შექმნის იდეა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით, რომლებმაც „სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში 100 000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვეს.