Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პრემიერი: ჩამორთმეული ქონებების მიმართულებით საკმარისი ვერ გავაკეთეთ

5a3a986979a29
სალომე მეცხვარიშვილი
20.12.17 21:12
949
"რაც შეეხება ჩამორთმეული ქონებების საკითხს, მე უნდა ვაღიარო, რომ ჩვენ ვერ გავაკეთეთ საკმარისი",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოუწევთ, გადაიდგას ნაბიჯები იმისთვის, რომ პროცედურები დაჩქარდეს და "გაუბედურებულ ადამიანებს დაუბრუნდეთ ქონება".

"საკმარისზე გაცილებით ცოტა გავაკეთეთ ამ მიმართულებით. ალბათ, მომავალში მოგვიწევს დაჩქარებულ ტემპებში გადაწყვეტილებების მიღება. სამწუხაროდ, პროცედურულად დიდი დრო მიაქვს პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტის მიერ ამ საკითხების განხილვას, რადგან დიდი მოცულობის საქმეებია და ასეთი ტიპის განხილვების დაჩქარება ძალიან რთულია. მე გეთანხმებით, რომ ეს უსამართლობა გამოსასწორებელია და სავარაუდოდ, რაღაც ნაბიჯების გადადგმა მასიურად მოგვიწევს, რომ ამ გაუბედურებულ ადამიანებს დაუბრუნდეთ ქონება",- განაცხადა კვირიკაშვილმა.