Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ხობის მუნიციპალიტეტში 6 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა​

5a97c6c75d3fe
BM.GE
01.03.18 13:21
781
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. მოსახლეობა განახლებული, უსაფრთხო და კომფორტული გზით უკვე სარგებლობს.

დასრულებული სამუშაოები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ხობის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი (დაჩი) ბერაიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა. ზურაბ ალავიძე ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასაც შეხვდა და მათ პრობლემები მოისმინა.
პროექტის მიხედვით მოხდა არსებული სახიდე გადასასვლელის შეკეთება და ერთფენიანი საგზაო სამოსის მოწყობა. ჩატარდა მიერთებების, კიუვეტებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების სამუშაოები, ასევე მოეწყო ახალი საგზაო ნიშნები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 872 700 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში 80 ადამიანია დასაქმდა.