Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბათუმის სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობაზე 3,5 მილიონი დაიხარჯება

5a97c6145ff5f
თამუნა დემეტრაშვილი
01.03.18 13:18
649
ბათუმში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობაზე 3,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ზედამხედველი კომპანიის გამოსავლენად შპს "სტადიონმა" ტენდერი გამოაცხადა. როგორც bm.ge-ს სატენდერო კომისიის აპარატში განუცხადეს, გამარჯვებულმა კომპანიამ მშენებლობის მიმდინარეობის პროცესის სრული მონიტორინგი უნდა განახორციელოს. კერძოდ, მშენებლობის პროექტთან შესაბამისობა, გამოყენებული სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი და სხვა. დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები 20 მარტიდან უნდა წარადგინონ, მონიტორინგის პროცესი კი სტადიონის მშენებლობის ბოლომდე, ორწელიწადნახევარი უნდა გაგრძელდეს.

20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს მე-4-ე კატეგორიის სტადიონის მშენებლობას კომპანია "ანაგი" ახორციელებს, რისთვისაც 99, 4 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.