Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ხორცის წარმოება შემცირდა

5a8fb79e53898
BM.GE
23.02.18 10:40
795
სტატისტიკის სამსახურის, წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის IV კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 900.4 ათასი სული შეადგინა და 2016 წლის IV კვარტალთან შედარებით 6.5 პროცენტით შემცირდა. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამურმა სულადობამ 462.8 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 9.1 პროცენტით ნაკლებია. ცხვრისა და თხის ჯამური სულადობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.2 პროცენტით გაიზარდა და 966.5 ათას სულს მიაღწია. ღორის სულადობა 164.5 ათასი სული იყო, რაც 20.8 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობამ 8 046.4 ათასი ფრთა შეადგინა, რაც 2.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 76.6 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.8 პროცენტით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 19.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2016 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.3 პროცენტით ნაკლებია. კვერცხის წარმოება 145.8 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.8 პროცენტით მეტია.