Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ანაკლია სითის" მმართველობაზე ტენდერი გაზაფხულზე გამოცხადდება

5a1d0c08a7141
სალომე მეცხვარიშვილი
28.11.17 10:27
1372

თიბისი ბანკის პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გაზაფხულზე "ანაკლია სითის" სპეციალური ეკონომიკური ზონის მმართველთან დაკავშირებით ტენდერს გამოაცხადებენ. ამის შესახებ მან "აბრეშუმის გზის ფორუმის“ დაწყებამდე განაცხადა.


"როგორც იცით, გარდა ანაკლიის პორტის მშენებლობისა ვამუშავებთ სპეციალურ ეკონომიკურ ზონას. თვენახევარში მთავრდება დეტალური შესწავლა, თუ რა ინდუსტრიები განთავდსება ამ ტერიტორიაზე. ამ შესწავლას ახორციელებს დუბაიში ბაზირებული წამყვანი კომპანია, რომელიც ტენდერის საფუძველზე შევარჩიეთ. გაზაფხულისთვის გამოვაცხადებთ ტენდერს სპეციალური ეკონომიკური ზონის მმართველთან დაკავშირებით",- აცხადებს ხაზარაძე.