Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გომარდულზე 3,5 მეტრიანი საბაგირო გზა მოეწყობა

5a86ba9108b73
ელენე გოგბერაშვილი
16.02.18 15:01
772
ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ზამთრის კურორტ გომადულზე წელს სეზონი პირველად გაიხსნა. სამთო-სათხილამურო კურორტი ბათუმიდან 75 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და მას 7 ბიზნესმენისგან შემდგარი სააქციო საზოგადოება "გომარდული" მართავს.

როგორც კურორტის მმართველი BM.GE-თან აცხადებს, ამ ეტაპზე კურორტზე 5 კოტეჯი და ერთი კვების ობიექტი ფუნქციონირებს. ჯემალ დარჩიძის თქმით, კურორტის 90%-ს კერძო სექტორი ფლობს, 10% კი სახელმწიფოს წილია. "აჭარის მთავრობა გვპირდება, რომ მომავალი სეზონისთვის კურორტზე 3,5 კილომეტრიანი საბაგირო ხაზი და გზის ინფრასტრუქტურა მოეწყობა. საბაგირო დღის განმავლობაში 500-600 ადამიანის გატარებას შეძლებს. ეს სეზონი დიდად არ იყო დატვირთული, თუმცა თუ შესაბამის ინფრასტრუქტურას მოვაწყობთ, კურორტს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს", - განმარტავს ჯემალ დარჩიძე.

მიმდინარე სეზონზე გომარდულს ადგილობივი ვიზიტორების გარდა საკმაოდ ბევრი უკრაინელი, რუსი, გერმანელი და თურქი ტურისტები სტუმრობდნენ, თუმცა იქ განთავსებულ სასტუმრო კოტეჯებში მხოლოდ 100-150 ვიზიტორმა გაათია ღამე.

სააქციო საზოგადოება "გომარდულმა" მიმდინარე სეზონისთვის კურორტზე 6 ათას ლარამდე დახარჯა, რაც გათბობის სიტემებისა და საგზაო კომუნიკაციების მონტაჟზე დაიხარჯა. როგორც ჯემალ დარჩიძე ამბობს, მათ აღებული აქვთ ვალდებულება 2020 წლის დეკემბრამდე 5 ყაზარმული ტიპის, სამსართულიანი სასტუმრო სახლის პროექტი განახორციელონ, რომელშიც 250-300 ადამიანის განთავსება იქნება შესაძლებელი. ჯამში 2020 წლამდე "გომარდულს" კურორტზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 2 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება აქვს დაგეგმილი.