Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ეკონომიკის სამინისტრო შრომითი ბაზრის კვლევას გამოაქვეყნებს

5a6080107e801
მეგი კავთუაშვილი
18.01.18 15:06
693
უახლოს მომავალში ეკონომიკის სამინისტრო დამსაქმებლების და სამსახურის მაძიებლების შესახებ ახალ კვლევას გამოქვეყნებს სათაურით „უნარების და საწარმოების მოთხოვნები“. კვლევა უპასუხებს შეკითხვებს, რა უნარებს ითხოვენ დამსაქმებლები და რომელია დეფიციტური პროფესიები.

ანალოგიური კვლევა 2015 წელსაც ჩატარდა. ახალი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კი შრომის ბაზრის დინამიკაში დანახვა გახდება შესაძლებელი. ამ კვლევის საფუძველზე განისაზღვრება შემდგომში რამდენიმე სახელმწიფო უწყების სამოქმედო გეგმა. კვლევის შედეგებს ეკონომიკის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და განათლების სამინისტროები ელოდებიან.

კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და განსხვავებით 2015 წელს განხორციელებული ანალოგიური კვლევისგან, სახელმწიფო დაწესებულებამ, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა განახორციელა.