Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"კახეთის ელექტროსისტემაში მძიმე ვითარებაა"

5a3004f919e18
დავით ჯალაღონია
12.12.17 20:32
828
"ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მიხეილ ბოცვაძის შეფასებით, კახეთის ელექტროსისტემაში მძიმე ვითარებაა. როგორც ბოცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება მიმდინარეობს.

"7 მილიონ ლარზე მეტის ინვესტირება იგეგმება კახეთის მიმართულებით. მდგომარეობა ნამდვიად არ დაგვხვდა მარტივი, შეიძლება, მძიმედ შევაფასოთ, თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო ჩვენთვის. ჩვენ შევედით შედარებით მომზადებული, მასალებისა და ტექნიკის კუთხით, მაგრამ ახლა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს პროექტირება, თუ რა უნდა გაკეთდეს. ვერ გეტყვით, რომ 6 და 8 თვეში სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება, ზამთრის პირობებში ეს ფიზიკურად გამორიცხულია. პროექტირების დასრულების შემდეგ უფრო მეტი საინვესტიციო პროექტი განხორციელდება კახეთში, რომ აბონენტმაც იგრძნოს ხარისხის გაუმჯობესება", - განაცხადა ბოცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ენერგო-პრო ჯორჯიამ" "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" მიმდინარე წელს შეიძინა, შესაბამისად კახეთის რეგიონშიც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფები ვრცელდება.