Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვა ცალსახაა - ინვესტორთა საბჭო ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს

BM.GE
10.06.22 20:32
214
საქართველოს ინვესტორთა საბჭოში შემავალმა ბიზნესასოციებმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ერთობლივი წერილი გაუგზავნეს. წერილი საქართველოს ევროპულ მომავალს და ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შეეხება. წერილში საუბარია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, ბიზნესის მზაობაზე შეასრულონ და ჰარმონიზებულად იმუშაონ ევროპული საკანონმდებლო სივრცის ჩამოყალიბებაზე. "საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვა ცალსახაა. საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას და განსაკუთრებით ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს განპირობებულია საერთო ევროპული ღირებულებებით, საერთო ისტორიით და მომავლის საერთო იმედებით.", - ნათქვამია წერილში.

სტუმარი: ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი