https://bm.ge/ka/uploads/banner9/1140-x140px.gif
09.Oct .2020 18:22

საქართველოში ზეთის ფასი 20-30%-ით გაიზარდა - ივა ჭყონია ანალიტიკაში

Back

ზეთის ფასი მკვეთრად იზრდება - როგორც გლობალურად, ისე საქართველოს ბაზარზეც. როგორც იმპორტიორები გვეუბნებიან, ბოლო რამდენიმე დღეში ზეთის ფასი მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში 20-30%-ით არის გაზრდილი.

ადგილობრივ კონტექსტზე სულ ცოტა ხანში სტუმართან ერთად ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე მოდი შევხედოთ FAO-ს ინდექსებს - რას აჩვენებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია.

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, გასული თვის განმავლობაში მცენარეული ზეთის ღირებულება 6%-ით, ზეთოვანი კულტურების ფასი კი 7.8%-ით გაიზარდა მან 2018 წლის მაისის შემდგომ მაქსიმალურ მაჩვეებელს მიაღწია.

FAO აღნიშნავს, რომ სოიოს, მზესუმზირისა და პალმის ზეთის ნედლეულის გაძვირებას სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის მოსალოდნელი მოსავლის შემცირება და COVID-19-ის მიერ მიწოდების ჯაჭვში შეტანილი კორექტირებები განაპირობებენ.

სტუმარი: ივა ჭყონია - დისტრიბუტორთა ასოციაცია; ხელმძღვანელი