ტექნოლოგიური პროექტების განვითარებისთვის ევროკომისია 30 მილიარდ ევროს გამოყოფს, მათ შორის, ბლოკჩეინის სფეროში,- აღნიშნული ინფორმაცია ევროკომისიის ვებ-გვერდზეა განთავსებული.
დაფინანსება პროგრამის Horizon 2020 ფარგლებში იქნება უზრუნველყოფილი, რომლის საერთო ინვესტიციის მოცულობამ 77 მილიარდ ევროს მიაღწია, საიდანაც 5 მილიონი ევრო ბლოკჩეინ-სტარტაპებისთვის არის განკუთვნილი.
არსებული ინფორმაციით, დაფინანსების ახალი რაუდის მიზანი მიგრაციის, უსაფრთხოების, კლიმატის, სუფთა ენეგიისა და ციფრული ეკონომიკის მქონე კომპანიების მხარდაჭერა და ბაზრების განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივებია. გარდა ამისა, კომისიის წარმომადგენელმა კარლოს მოედოსმა აღნიშნულ პროგრამაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე გაამახვილა ყურადღება.
’’ხელოვნური ინტელექტი, გენეტიკა, ბლოკჩეინი - ეს ცოდნა უდევს საფუძვლად დღევანდელ ყველაზე პერსპექტიულ და პროგრესულ ინოვაციებს. ევროპა ტექნოლოგიებისა და მეცნიერების სფეროებში მსოფლიო ლიდერია და ინოვაციების განვითარებაშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“- ამბობს კარლოს მოედოსი.