Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქვეყნები, რომლებიც თავდაცვაზე ყველაზე მეტს ხარჯავენ

5a13e1ec449bf
BM.GE
21.11.17 12:17
806
თავდაცვაზე ყველაზე მეტ თანხას ომანი ხარჯავს, - გასულ წელს ქვეყანამ თავდაცვაზე საკუთარი მშპ-ს 16,7% დახარჯა. PwC-ის კვლევის მიხედვით აღნიშნული თანხა $9,1 მლრდ-ს შეადგენს.

მშპ-ს 10,4%-ს ხარჯავს თავდაცვაზე საუდის არაბეთი, ხოლო სირია კი 8,4%-ს.

გასულ წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავდაცვაზე გაწეული ხარჯი 1,7%-ით გაზარდა და აღიშნულმა თანხამ 611 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ყველაზე მეტად კი თავდაცვის ხარჯები გაიზარდა უკრაინაში, ალჟირში, ერაყში, ქუვეითსა და ომანში.

მშპ-სთან მიმართებით თავდაცვის ხარჯები ყველაზე მეტად შემდეგმა ქვენებმა შეამცირეს: ვენესუელა, სირია და არაბეთის გაერთიანებული საემიროები.

ქვეყნები, რომლებით თავდაცვაზე ყველაზე მეტს ხარჯავენ საკუთარ მშპ-სთან შედარებით შემდეგია:

ომანი - 16%
საუდის არაბეთი - 10,4%
სირია - 8,4%
ალჟირი - 6,6%
ქუვეითი - 6,4%
ისრაელი - 5,7%
რუსეთი - 5,3%
ერაყი - 4,8%
არაბეთის გაერთიანებული საემიროები - 4,8%
ბაჰრეინი - 4,7%
იორდანია - 4,4%
უკრაინა - 3,8%