Home
Category
TV Live Menu
Loading data...

NASA-ს კონკურსის გამარჯვებულს სწავლის დაფინანსება გაუგრძელდა

59f6e55f16731
თათია ჩაფიჩაძე
30.10.17 12:35
930
NASA-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ ქართველ სტუდენტს გიორგი მჭედლიშვილს საქართველოს ხელისუფლებამ კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლების დაფინასება გაუგრძელა. როგორც "საქმიან დილას“ განათლების საერთაშორისო ცენტრში უთხრეს, მჭედლიშვილს დაფინანსების საკითხზე კომისიის გადაწყვეტილება უკვე გაეგზავნა.

"როგორც მოგეხსენებათ ცენტრმა მჭედლიშვილს შესაბამისი განაცხადის წარმოდგენა სთხოვა, მისი მხრიდან ყველა საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვის შემდეგ კი კომისიის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ის კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლების დაფინასებას კიდევ ერთი წლის განმავლობაში მიიღებს", - განმარტეს განათლების საერთაშორისო ცენტრში.

გიორგი მჭედლიშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსებას ბაკალავრიატის დასრულებამდე, 4 წლის განმავლობაში იღებდა. დამატებით 1 წლით სწავლის გაგრძელების მოთხოვნით მჭედლიშვილმა ცენტრს მიმდინარე წლის სექტემბერში მიმართა, რასთან დაკავშირებითაც ამ დრომდე გადაწყვეტილება მიღებული არ იყო.
შეგასენებთ, რომ მჭედლიშვილის მიერ შემუშავებული მომავლის თვითმფრინავის მოდელმა „ნასას“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.