Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი ბაჩიაშვილი ახალი საჯარო მიწისქვეშა ავტოსადგომებისთვის მიწის გადაცემას მიესალმება

59fb08ae5dbf1
სალომე მეცხვარიშვილი
02.11.17 16:00
1320
თანაინვესტირების ფონდი თემურ ჭყონიას კრიტიკას პასუხობს. გიორგი ბაჩიაშვილი „საქმის კურსთან“ განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ფონდისთვის თბილისის ცენტრში მიწის ერთ ლარად გადაცემა მისთვის, როგორც მოქალაქისთვის, მისაღებია, რადგანაც აქ განთავსებული პარკინგი საერთო მოხმარების იქნება და ბიზნესს არ წარმოადგენს. ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „საქმის კურსს“ რამდენიმე კვირის წინ განუცხადა, რომ მისთვის მიუღებელია თბილისის ცენტრში თანაინვესტირევბის ფონდისთვის მიწის ერთ ლარად გადაცემა, რამდენადაც მან ქუთაისში მაკდონალდსის ასაშენებლად მიწა 850 ათას ლარად შეიძინა.

"ბატონმა თემურმა გააკრიტიკა თავისუფლების მოედანზე მიწისქვეშა სადგომისთვის გამოყოფილი ტერიტორიის ერთ ლარად გადაცემა და შეადარა ეს "მაკდონალდსს". "მაკდონალდსი" არის ბიზნესი და იქ, სადაც კეთდება ბიზნესი ლარად არ უნდა იყოს მიწა გადაცემული, თუ ეს რაღაც განსაკუთრებული ინვესტიცია არ არის. ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ მიწისქვეშა ავტოსადგომზე, რომელიც ვერ იქნება მომგებიან ბიზნესად განხილული. ეს კეთდება უფრო ქალაქისთვის და იმისთვის, რომ ადგილზე არსებული სტიქიური პარკინგის სიტუაცია იყოს გაუმჯობესებული. მე ვთვლი, რომ ეს პირიქით, კარგია ქალაქისთვის. თუ იქნება მეტი ინვესტორი, ვინც ააშენებს მიწისქვეშა პარკინგს, მე პირადად, როგორც მოქალაქე, მივესალმები, რომ ეს ტერიტორია მიწისქვეშა პარკინგისთვის იყოს გადაცემული ერთ ლარად",- აცხადებს ბაჩიაშვილი.

შეგახსენებთ, საკრებულოს გადაწყვეტილებით თანაინვესტირების ფონდს მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად პუშკინის სკვერში მიწა ერთ ლარად გადაეცა. მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა სასტუმროსთან, რომელსაც ასევე თანაინვესტირების ფონდი აშენებს.