Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ლიბერთისა და ქართუს გაერთიანება იდეის დონეზე დგას"

5a43684d4d6a7
BM.GE
27.12.17 13:29
1076
"ლიბერთისა და ქართუს გაერთიანება იდეის დონეზე დგას“ , - ამის შესახებ bm.ge-ს ლიბერთი ბანკის დირექტორმა დავით ვერულაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ბოლო წლებია ლიბერთი ბანკის შესყიდვით არაერთი ფინანსური ჯგუფი ინტერესდება და ლიბერთი ბანკის მიერ ქართუ ბანკის შეძენის საკითხი ამ ეტაპზე მხოლოდ იდეისა და სურვილის დონეზე დგას.

"კონკრეტული არაფერი ხდება. ქართუზე არის საუბარი იდეის დონეზე. კონკრეტული არაფერია", - ამბობს ვერულაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "ლიბერთი ბანკის" აქციების 74,64% ნიდერლანდებში დაფუძნებულმა კომპანიამ EFG-მ იყიდა. შედეგად, ბანკის მთავარი ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ: ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).

მომგებიანობის მიხედვით, ლიბერთი ბანკი დღეს საქართველოში მესამე ადგილს იკავებს. ბანკის მოგებამ წლის III კვარტალში 34 537 504 ლარი შეადგინა; ქართუ ბანკის მოგებამ კი 11 776 017 ლარი.