Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბაკურიანისა და მიტარბის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავება დასრულდა

5a461ec5661ba
BM.GE
29.12.17 14:52
818
ბაკურიანისა და დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ "არქიტექტურული ბიურო“ შეიმუშავა, ბაკურიანში ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები გაეცნენ. დოკუმენტაციის საჯარო განხილვაში "არქიტექტურული ბიუროს“ წარმოამდგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძე და დეპარტამენტის ექსპერტი/კონსულტანტი კახა ნიაური.

შეგახსენებთ. რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №1373 განკარგულების "ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარებისათვის საჭირო რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი, ბაკურიანისა და დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით, საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე. კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს "არქიტექტურული ბიურო.“