Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"სასტუმრო ლეოგრანდს წელს "რეკომენდირებულის" სტატუსი არ მიუღია"

5a1954506426b
BM.GE
25.11.17 16:00
893
"ტურიზმის დეპარტამენტის მხრიდან სასტუმრო არ დაჯარიმებულა, რადგან ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს კანონის ფარგლებში", - ამის შესახებ "საქმის კურსს" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სულხან ღლონტმა განუცხადა.

მისი თქმით, ტურიზმის დეპარტამენტის დებულება სასტუმროების სანქცირებას არ ითვალისწინებს.

"ჩვენ ვაძლევთ სასტუმრობეს "რეკომენდირებულის" სტატუსს. ეს არის ხარისხის ნიშანი, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა და საკანონმდებლო ჩარჩოს ის არ ექვემდებარება. ჩვენ გვაქვს კრიტერიუმები და გვსურს რომ ამით ტურიზმის სექტორის მოთამაშეები გარკვეულ სტანდარტებს შევაჩვიოთ“, -ამბობს სულხან ღლონტი. მისივე თქმით, 2016 წელს, მსგავსი რეკოემნდაცია სასტუმრო ლეოგრანდს ჰქონდა. 2017 წელს რეკომენდაციების გაცემა გამკაცრდა და 20 ნოემბერს „რეკომენდირებულიას“ საბჭომ სასტუმრო ლეოგრანდი სტატუსის კანდიდატებს შორის აღარ დაასახელა.

"ლეო გრანდმა დოკუმენტები სრულად ვერ წარმოადგინა და შესაბამისად კანდიდატიც არ გახადეს აღნიშნული სტატუსის. ტურიზმის დეპარტამენტის მიერ 2017 წელს სასტუმრო რეკომენდირებული არ არის. უსაფრთხოების და ექსპლუატაციის ნორმებს ჩვენი უწყება არ ამოწმებს. ჩვენ სამწუხაროდ მსგავსი უფლებამოსილება არ გვაქს და არც მოთხოვნა შეგვიძლია ობიექტის მონიტორინგის ან შემოწმების და ეს სამწუხაროა.

სასტუმრო 5-ვარსკვლავიანია და არსებობს ამასთან დაკავშირებით კითხვები, რომელიც ჩემი აზრით სწორედ უსაფრთხოების ნორმებს უკავშირდებოდა. ვარსკვლავების მინიჭებაც საკმაოდ პირობითი საკითხია როგორც იცით რადგან არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც ამ საკითხზეა პასუხისმგებელი", - ამბობს სულხან ღლონტი.