Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ინვესტორთა საბჭო პრემიერს წერილით მიმართავს

5a7170c67bb5f
ნინო კვინტრაძე
31.01.18 11:30
877
ინვესტორთა საბჭოს წევრები მიწის ორგანულ კანონზე მუშაობის შესახებ მწირი ინფორმაციის გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

საბჭოს წევრებმა პრემიერს შესაბამისი წერილითაც მიმართეს.

წერილში აღნიშნულია, რომ ინვესტორთა საბჭო ელოდება დეტალურ განმარტებას თუ როგორ მოხდება ორგანული კანონის ფორმულირება.

„ინვესტორთა საბჭოს წევრები თანხმდებიან, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებაზე დაწესებულ აკრძალვას ნეგატიური გავლენა ექნება საქართველოში ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაზე, თუკი არ იქნება დაშვებული სპეციალური გამონაკლისები. თუკი აღნიშნული გამონაკლისები იქნება გათვალისწინებული ორგანულ კანონში ნეგატიური გავლენა შესაძლოა შემცირდეს.

კანონის შექმნაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა მხარემ. ინვესტორთა საბჭოს ჯგუფიც სექტემბრიდან ელოდება აღნიშნულ განხილვებში მონაწილეობას.
ამასთან, რიგმა დონორებმა გამოთქვეს მზადყოფნა რომ საქართველოს კანონის შემუშავებაში ტექნიკური დახმარება გაუწიონ, რათა ქვეყანამ საუკეთესო საერთაშრისო პრაქტიკა დანერგოს.

სამწუხაროდ, ამ დრომდე არ მოგვეცა საშუალება, რომ კონსულტაციებში ჩავერთოთ. პარლამენტის წევრების განცხადებები კი აჩვენებს, რომ კანონზე მუშაობა დაიწყო კონსულტაციების გარეშე“, - ნათქვამია ინვესტორთა საბჭოს მიერ პრემიერისთვის მიწერილ წერილში.