Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პარლამენტში საპენსიო რეფორმის განხილვა მომხსენებლის შეცვლის მიზეზით გადაიდო

5a829574b009a
თელარა გელანტია
13.02.18 11:34
579
პარლამენტში დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტის განხილვა მომხსენებლის შეცვლის მიზეზით გადაიდო.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე უნდა ემსჯელათ და მომხსენებელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა უნდა ყოფილიყო.

"როგორც ვიცით, იგეგმება მომხსენებლის შეცვლა, რაც ვერ მოესწრო ამიტომ ამ საკითხის განხილვა გადაიდო",  - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნახევრად სავალდებულო დაგრივებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებას მთავრობა მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან აპირებს.