Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ბიტკოინი ღირებილების 90% დაკარგავს"

5a6d91af6c6a2
BM.GE
28.01.18 13:00
1255
Bleakley Advisory Group-ის 3.5 მილიარდიანი საინვესტიციო აქტივების მართვის დირექტორი,Wall Street-ის ვეტერანი პიტერ ბუკვარი კრიპტოვალუტების სამყაროს აპოკალიფსის წინასწარმეტყველთა გუნდს შეუერთდა. ინვესტორი თავის მოსაზრებას CNBC-ს უზიარებს და აცხადებს, რომ კრიპტოსამყარო კლასიკური საპნის ბუშტს წარმოადგენს, რომლის გასკდომის დროც მოახლოებულია.

პიტერ ბუკვარის ვარაუდით, ბიტკოინის ფასის 90%-ით გაუფასურების რეალური საფრთხე არსებობს და ამბობს, რომ მას არ გაუკვირდება, თუ ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა მომავალი წლის განმავლობაში ერთი წლის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდება და მისი ფასი 1ათასი აშშ დოლარიდან 3 ათას აშშ დოლარამდე დაეცემა.
ბუკვარის განმარტებით, ცენტრალური ბანკები ელექტრონული ემისიების ხარჯზე აქტივების შესყიდვას ახორციელებენ, რითიც ბაზარზე მეტი ფული ჩნდება და სწორედ ეკონომიკაში დამატებითი თანხების შემოდინებამ შეუწყო ხელი კრიპტოვალუტის პოპულარობას.

Wall Street- ში კონსერვატორულ ინვესტორებს შორის ბევრია, ვინც ბიტკოინის ჩამოშლას პროგნოზირებს, თუმცა კრიპტოვალუტის მიმართ ერთიანი დამოკიდებულება არ ჩამოყალიბებულა. პესიმისტთა რიგებში მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი უორენ ბაფეტი და Fortress-ის ყოფილი ხელმძღვანელი მილიარდერი მაიკლ ნოვორგაცი არიან.