Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორი იქნება ორბელიანის განახლებული მოედანი - ვიდეო

5a2e820ebeb4c
BM.GE
11.12.17 17:02
1514
თბილისის მერია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას იწყებს. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 150 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა იგეგმება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპს მოიცავს. კერძოდ, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციას, ისტორიული და რიგითი შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციას, მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობას, რეაბილიტირებული არეალის კეთილმოწყობა-რედიზაინს, მწვანე კომპონენტის განახლებასა და ახალი სივრცეების მოწყობას.

ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განახორციელებს. პროექტის მიმდინარეობისას 2000-მდე ადამიანი დასაქმდება.

ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია 2018 წლის ბოლოს დასრულდება.