Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეული

5a2f83e534357
BM.GE
12.12.17 11:21
959
2017 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 595 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 17.6%-ით მეტია 2016 წლის მესამე კვარტალის მონაცემებზე. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1 346 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3%-ით მეტია.

სტატისტიკის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, წლის მესამე კვარტალში საქართველოს უმსხვილესი 10 კომპანია შემდეგი იყო:

· IDC ბორჯომი

· შპს მაგთიკომი

· სს ენერგო-პრო ჯორჯია

· BP Group

· შპს აჭარ ენერჯი-2007

· შპს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი-ს მუდმივმოქმედი ფილიალი - (კომპანიის საქმიანობის სფეროს გზების და ავტობანების მშენებლობა წარმოადგენს)

· სს მეტრო ავრასია ჯორჯია - (კომპნია სამშენებლო, უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და გადაზიდვების სფეროში მოღვაწეობს)

· ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში (კომპანიის საქმიანობის სფეროს ნავთობსადენების და გაზსადენების მშენებლობა, ასევე სარემონტო სამუშაოები წამოადგენს)

· თანაინვესტირების ფონდის შვილობილი შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი

· სს ნენსკრა ჰიდრო

სტატისტიკის სამსახურის მიერ მოწოდებული კომპანიების სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით. ასევე, სტატისტიკის სამსახური არ გასცემს ინფორმაციას თუ კონკრეტულად რა მოცულობის ინვესტიცია განახორციელეს აღნიშნულმა კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში.