Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საპარტნიორო ფონდი მზისა და ქარის სექტორში ინვესტირებას განიხილავს

5a1d675012267
სალომე მეცხვარიშვილი
28.11.17 19:00
1202

საპარტნიორო ფონდი, შესაძლოა, მზისა და ქარის ენერგიის წარმოებაში შევიდეს. ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ხელი მოაწერა მემორანდუმს ჩინეთის ძიანგსის პროვინციის ერთ-ერთ უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიასთან - "წყლისა და ჰიდრორესურსების სამშენებლო კომპანიასთან".

როგორც საგანელიძემ განმარტა, მემორანდუმის მიხედვით, უახლოესი თვეების განმავლობაში მოხდება საქართველოში ენერგეტიკის მიმართულებით პოტენციალის შესწავლა, თუ რა პროექტები შეიძლება იყოს შეთავაზებული ჩინური კომპანიისთვის.

"ისინი ჩვენს ფონდთან ერთად გააკეთებენ ინვესტირებას საქართველოში ენერგო მიმართულებით, არ არის საუბარი მხოლოდ ჰიდროენერგეტიკაზე“,- აცხადებს საგანელიძე.

კითხვაზე, ეს ნიშნავს თუ არა, რომ საპარტნიორო ფონდი, შესაძლოა, მზისა და ქარის ენერგიის წარმოებაში შევიდეს, საგანელიძე პასუხობს:

"მინდა, რომ თქვენი კითხვიდან "შეიძლება" ამოვიღოთ. მომავალი სწორედ მზისა და ქარის ენერგიებზეა და ის, რაც არის ნოვაციასთან დაკავშირებული, ამ მიმართულებით საპარტნიორო ფონდი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი გააკეთოს“,- აცხადებს საგანელიძე.