Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ აქტიურობს მინისტრი სოციალურ ქსელში? - ბახტაძის განმარტებები

5a8d5628d8b81
თელარა გელანტია
21.02.18 15:19
1000
საქართველოს ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, სოციალური ქსელების საშუალებით, ბიზნესისგან იღებენ უკუკავშირს, თუ როგორ შეიძლება გახდეს ბიზნესგარემო უფრო კონკურენტული. ასე უპასუხა ბახტაძემ სოციალურ ქსელებში მის განსაკუთრებილ აქტივობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მინისტრი აცხადებს, რომ სოციალური ქსელის საშუალებით მეწარმეებისგან მნიშვნელოვანი წინადადებები და რეკომენდაციები მიიღო.

"სოციალურ ქსელში ფინანსთა მინისტრის პირადი გვერდი შექმნილია ჩემი ინიციატივით და მას პირადად ვმართავ. ვფიქრობ, აღნიშნული პლატფორმის გამოყენება ჩემი, როგორც საჯარო პირის არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაცაა. მსურს ყველას შევახსენო, რომ იმ საგადასახადო ინიციატივებში, რაც ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას და მომავალში წარვუდგენთ, მნიშვნელოვანი წინადადებები და რეკომენდაციები, სწორედ სოციალურ ქსელის მეშვეობით მივიღეთ მეწარმეებისგან, ჩვენი ამომრჩევლებისგან. უკუკავშირი ჩვენს მეწარმეებთან, ბიზნესთან, რომლებთაც აქვთ ინიციატივა თუ როგორ შეიძლება გახდეს ბიზნესგარემო უფრო კონკურენტული ქვეყანაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ამ უკუკავშირისთვის ჩვენ ვიყენებთ ყველა სოციალურ პლატფორმას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.