Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კომპანია, რომელიც ბათუმის პორტთან ესტაკადას ააშენებს

5a06d2fcea441
BM.GE
11.11.17 17:00
1053
ბათუმის პორტთან გადასასვლელ საავტომობილო ესტაკადას „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ააშენებს - აღნიშნული ინფორმაცია ,,საქმის კურსს’’ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მიაწოდა. მათი თქმით, კომპანიამ წარმოადგინა ტენდერის პირობებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი და დააფიქსირა დაბალი ფასი, სწორედ ამიტომ შეჩერდა ამ კომპანიაზე არჩევანი.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა სულ ორმა კომპანიამ მიიღო, „ბლექ სი გრუპმა“ და „კავკასუს როუდ პროჯექტმა“. სახელმწიფო ბიუჯეტში აღნიშნული პროექტისთვის გამოყოფილი იყო 15 297 410 ლარი, ,,ბლექ სი გრუპის’’ შემოთავაზება სწორედ ზემოთ აღნიშნული თანხა გახლდათ, ხოლო ,,კავკასუს როუდ პროჯექტი’’ ესტაკადას 14 370 000 ლარად ააშენებს.

ტენდერი 17 ოქტომბერს დასრულდა. სამინისტროს ინფორმაციით ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, მშენებლობა ხელშეკრულების დადებიდან 320 დღეში უნდა დასრულდეს. სამუშაოები 2017 წელს დაიწყება.