Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოდან მტკნარი წყლის ექსპორტი 32%-ით გაიზარდა

5a8e67fe97f32
თამუნა დემეტრაშვილი
22.02.18 10:46
700
საქართველოდან მტკნარი წლის ექსპორტი იზრდება, თუმცა შემოსავალი ამ სექტორიდან ჯერ ისევ მცირეა. როგორც bm.ge-ს საქსტატიდან აცნობეს, 2017 წლის განმავლობაში ქვეყნიდან 507 ათასი დოლარის ღირებულების წყალი გავიდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელს 32%-ით აჭარბებს. ექსპორტი გაზრდილია მოცულობის მიხედვითაც, კერძოდ გასულ წელს ქვეყნიდან ჯამში 1 მილიონ 75 ათასი ლიტრი მტკნარი წყალი გაიტანეს, 57% -ით მეტი ვიდრე წინა წელს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოცულობიდან ნახევარი რუსეთზე მოდის.

2017 წელს მტკნარი წყლის საექსპორტო ბაზარს ახალი ქვეყნებიც დაემატა, კერძოდ დიდი ბრიტანეთი, კატარი, ბაჰრეინი, ჩინეთი და იტალია, თუმცა წყალი აღარ გაუტანიათ საუდის არაბეთში. ამ ქვეყანას წინა წლებში რუსეთის შემდეგ წყლის ექსპორტში მეორე პოზიცია ეკავა.

საქსტატის მონაცემებით, მტკნარი წყლის ექსპორტით გასულ წელს სულ 16 კომპანია იყო დაკავებული.