Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ტურიზმის დარგში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება, ხელფასები - არა

5a8ae538346c2
მეგი კავთუაშვილი
20.02.18 09:00
674
ბიზნეს სექტორის სტატისტიკის მიხედვით, 2010-2016 წლებში ტურიზმის დარგში დასაქმებულთა რაოდენობა 132%-ით გაიზარდა. თუმცა მათი შრომის ანაზღაურება საშუალო მაჩვენებელზე დაბალია და 600 ლარს შეადგენს.

"ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორია და შესაბამისად, მოთხოვნაც მზარდია სამუშაო ძალაზე სასტუმროებისა და რესტორნების მხრიდან“ - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მირე ჩატარებულ შრომის ბაზრის ანალიზის დოკუმენტში.

მომდევნო წლებში სასტუმროების სექტორში დაგეგმილი 200 მლნ. აშშ დოლარზე მეტის ინვესტიციის განხორციელება, ეკონომიკის სამინსიტროს იმედს იტოვებს, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებისა და მომსახურების ხარისხის ამაღლების კვალდაკვალ, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ფონზე, შრომის ანაზღაურებაც გაიზრდება.

ბიზნეს სექტორის მონაცემებზე დაყრდნობით, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში დასაქმებულთა ყველაზე დიდი ნაწილი მცირე ზომის საწარმოებშია დასაქმებული, რეგიონულ ჭრილში კი უდიდესი ნაწილი თბილისში, აჭარასა და იმერეთშია დასაქმებული.