„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება არაა არაფერი განსაკუთრებული“ - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა bm.ge-ის მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 6.3%-ით შემცირებული FDI-ის კომენტირებისას განუცხადა. რატომ მცირდება ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველი გახდა?