ფიზიკური პირი, რომელიც სახლს არასაცხოვრებლად აქირავებს, შესაძლოა, 5%–ით დაიბეგროს. საპარლამენტო უმცირესობამ "საქართველოს საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებები მოამზადა, რომლის მიზანია, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართის არასაცხოვრებელი მიზნით გაქირავების 5%–იანი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, ნაცვლად არსებული 20%-სა. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, მისი ინიცირების მიზეზი იმ ფიზიკურ პირთა ხელშეწყობაა, რომლებიც ბინებს, სახლებს ან მათ ნაწილებს აქირავებენ.
სტუმარი: გიგი წერეთელი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა