მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია განმარტავს, როგორ შედის Coca-Cola საქართველოდან რუსეთში

64bcf8fd7ea2f
BM.GE
23.07.23 23:10
27044
Coca-Cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებელი თემურ ჭყონია BMGtv-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ შესაძლებელია საქართველოში წარმოებული Coca-Cola რუსულ ბაზარზე მოხვდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს ჩვენს რაიმე სახის ბიზნეს ურთიერთობას ამ ქვეყანასთან.

ბიზნესმენმა გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, კომპანიამ რუსეთში რვავე ქარხანა დახურა, ასევე დაიხურა McDonald's-ის ათასზე მეტი რესტორანი, რასაც თემურ ჭყონია “ვაჟკაცურ ნაბიჯს” უწოდებს.

“ჩვენ მიერ გამოშვებული Coca-Cola -ს მოხვედრა რუსეთის დახლზე, შესაძლებელია. ამის უამრავი გზა არსებობს; რუსეთის ბაზარს რომ გადახედავ, ნახავ, რომ იაპონური “კოკა-კოლა” არსებობს, არაბული, ირანული…მთელი მსოფლიო ამ ცარიელ ბაზარს ყველა მიმართულებიდან დააცხრა…თავად ეს პროდუქტი იმდენად მოთხოვნადია, რომ ცდილობენ ყველა გზით რაღაცნაირად შეიტანონ რუსეთში, მაგრამ ამას არ აქვს სისტემური სახე ანუ ეს არ არის ბიზნესი და ხელშეკრულების საფუძველზე წარმობული ვაჭრობა, არამედ ეს არის კონტრაბანდა, ემოცია, რაც დროებითი ფაქტორებია, ამიტომ არ ვიძახი რომ არ არის, თუმცა ის, რომ ამ ბიზნესში ჩართულნი ვიყოთ და საქართველოდან რუსეთში Coca-Cola გავყიდოთ, ეს საკითხი არც კი განიხილება და სხვათაშორის არც არავის მოიმართავს ჩვენთვის ოფიციალურად", - ამბობს ჭყონია.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები