BGEO-მ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის 9,5 მილიონი აქცია გაყიდა, რაც ჯამში GHG-ის აქციების 7,2%-ია. თითო აქცია 330 პენსად გასხვისდა, გარიგების ღირებულებამ 31,4 მილიონი ფუნტი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ GHG ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშეა, რომელსაც მხოლოდ 2017 წლის პირველ სამ თვეში 13 მილიონის მოგება მიიღო.